შემოდგომა-ნაზად მოხატული ფერთა გამაა,ჭრელა-ჭრულა ფოთოლთა ფარფატია, ცელქი სიოა, მოკრძელებული მზის მოალერსე სხივებია, ყვავილთა ჭკნობის სურნელით გაჟღენთილი ჰაერია,ზღვაა წითლად შეფერილი შეღამებისას, შარი-შურის ხმაა გათენებისას.
შემოდგომა? -ბუნების ფერთა ზეიმია.
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIII ბ კლასმა ეს გრნობა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში , შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს, თითოეული ადგილის თვალის შევლებისას შეიგრძნო. ეს საოცარი გრძნობა კი ფოტოებით ასახა და ჩვენამდე მოიტანა ვიდეო პროექტით - " შემოდგომის ფოტო ფესტივალი".
დამრიგებელი - ია ბლაგიძე







