ამინდის პროგნოზი

ბმულები

3 დეკემბერი შშმ პირთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა.
8 ბ კლასი აგრძელებს
 აქტიურ სასკოლო ცხოვრებას. ამ დღესთან დაკავშირებით დაიგეგმა სადამრიგებლო პროექტი "ერთიანობა მრავალფეროვნებისთვის".
პროექტის მიზანი :


-შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევის ხელშეწყობა.
-მომავალ თაობაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
-თანასწორგანმანათლებლობა (ამ თემაზე სხვა კლასებთან ჩატარებული შეხვედრებით).
-პრეზენტაციისთვის საჭირო უნარების დახვეწა.
 
მიზნის განხორციელებისთვის VIII ბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ია ბლაგიძესთან ერთად  
1.მოიძიეს თეორიული ინფორმაცია შშმ პირებთან დაკავშირებით.
შექმნეს Power Point პრეზენტაცია.
2.ნახეს ფილმი "კლასის წინ" და ამოჭრეს საინტერესო ფრაგმენტები ფილმიდან პრეზენტაციის გამრავალფეროვნებისთვის.
იმსჯელეს თითოეულ ფრაგმენტზე.
3. ჩაწერეს ინტერვიუ შშმ პირებთან, სადაც დეტალურად მოისმინეს მათი რეალური დაბრკოლებების შესახებ და დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ მათი მიზანდასახულობით.(იხილავთ ვიდეორგოლში).
4. შექმნეს მამოტივირებელი ფრაზები და გადაიღეს ფოტოები .
5.შექმნეს ვიდეორგოლი .
6.თითოეული ეს ნაბიჯები   გაწერეს შეხვედრის სახით და ხუთი მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფებად დაყოფილებმა წარუდგინეს სამ სხვადასხვა კლასს-VIIIა, VII-ვ,VI-ე კლასებს.
შეხვედრებს ესწრებოდნენ ფსიქოლოგი ქალბატონი მელანო და სოც მუშაკი ირმა ლომიძე.
ძალიან აქტიური და საინტერესო შეხვედრა გაიმართა. დამსწრე სტუმრები და პროექტის მომაწილეები აღფრთოვანებული იყვნენ დამსწრე მოსწავლეების ჩართულობითა და მსჯელობით.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.