2023 წლის 21 დეკემბერს ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვეს.
დამსახურებული ჯილდო სპორტსმენებს საზეიმო ვითარებაში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, მთავრობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გადასცეს.
ნომინაცია ,,ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი'' დაჯილდოვდნენ ბათუმის სკოლებს შორის 4 პედაგოგი, მათ შორის სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლიდან სპორტის პედაგოგი - თინათინ ბოლქვაძეა.
ვულოვათ თინათინს ამ ჯილდოს და ვუსურვებთ მომავალში კიდევ მრავალ წარმატებას.
მინი ღონისძიება თემაზე - ,,ჩვენი ახალი წელი“
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-4ა (დამრ. ცისანა კლდიაშვილი) და მე-4თ (დამრ. ლია თოდრია) კლასების მოსწავლეებმა ინგლისურის გაკვეთილზე (ინგლისური ენის პედაგოგი - ნანა მალამაძე) მოაწყვეს მინი ღონისძიება თემაზე - ,,ჩვენი ახალი წელი“. მიზანი - ინგლისურად დაისწავლეს ლექსები, სიმღერები, მოამზადეს მისალოცი ბარათები, მსმენელს ინგლისურ ენაზე მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ღონისძიებაში.
სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოება
2023 წლის 18 დეკემბერს ბათუმის სპორტული ცენტრის მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოება გაიმართა. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. პირველი ადგილი დაიკავა ქალთა ფეხბურთის გუნდმა და მათ შორის საუკეთესო ფეხბურთელად IX-ვ (დამრ. ნანა პაპუნიძე) კლასის მოსწავლე ანანო ჯინჭარაძე დასახელდა. სპორტის მასწავლებელი თინათინ ბოლქვაძეა. წარმატებებს ვუსურვებთ ყველა სპორტსმენსა და სპორტული ცენტრის თანამშრომლებს.
ინტელექტუალური თამაში: ,,რა? სად? როდის?"
2023 წლის 19 დეკემბერს, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში: ,,რა? სად? როდის?". აღნიშნული თამაში სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა. მასში სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გაიმარჯვა პირველმა გუნდმა.ვულოცავთ გუნდს გამარჯვებას.
სასწავლო ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ გიორგი ინაიშვილი
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აჯილდოვებს 2023 წლის გეოგრაფიის სასწავლო ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ გიორგი ინაიშვილს.
ამაყია სკოლა...
გვიხარია...
ულევი წარმატებები გიორგის...
სამეცნიერო კონფერენცია: ,,სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“
2023 წლის 16 დეკემბერს ქალაქ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განხორციელდა სამეცნიერო კონფერენცია: ,,სასკოლო განათლება - თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა:
ხელბურთის ფესტივალი
2023 წლის 14 დეკემბერს ქალაქ ბათუმის სკოლებს შორის ხელბურთის ფესტივალი ჩატარდა. მიზანი და ამოცანები იყო :
1.ახალგაზრდების ჩაბმა სპორტის ამ სახეობაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.
2. ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შემდგომი ჩართვა სპორტის ამ სახეობაში.
გვერდი 26 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







