"საბავშვო წიგნის კვირეული"
"საბავშვო წიგნის კვირეული" შეხვედრა მწერალ- დალი თედორაძესთან. სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-5 ,,ზ" კლასი (დამრ. ნანა მალაყმაძე)
ბავშვებმა პრეზენტაციის სახით გააკეთეს მათთვის საყვარელ მწერალზე და ნაწარმოებზე პრეზენტაცია. ქალბატონმა დალიმ წარადგინა თავისი წიგნი და მოსწავლეებმა კითხვა პასუხით ჩაერთნენ პროცესში.
ზეიმი ,,ბარაქიანი შემოდგომა"
2023 წლის 27 ოქტომბერს, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის I-,,ე" კლასის დამრიგებელმა ნანა ზენაიშვილმა მოაწყო ზეიმი ,,ბარაქიანი შემოდგომა", სადაც პატარებმა შეასრულეს სიმღერები, წარმოთქვეს ლექსები, წარმოადგინეს პერფორმანსი შემოდგომის თემაზე. ღონისძიება დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა ქ-მა ქეთევან გვარჯალაძემ.
ოქროსფერი შემოდგომა
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-2გ კლასის (დამრ. ნატალია აბუსერიძე) მოსწავლეებმა გააცილეს ოქროსფერი შემოდგომა. მას მიეძღვნა ღონისძიება, სადაც პატარებმა წარმოსთქვეს ლექსები შემოდგომაზე, შეასრულეს სიმღერები, მოისმინეს გია ყანჩელის მელოდია ,,ყვითელი ფოთლები" და შეასრულეს ცეკვა აღნიშნულ მელოდიაზე. ღონისძიება დადებითად შეაფასა სკოლის დირექტორმა ქ-მა ქეთევან გვარჯალაძემ.
VII რეგიონალური კონფერენცია
VII რეგიონალური კონფერენციის წარმატებული მონაწილეები სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლიდან. აქტუალური თემებით წარდგნენ ჩვენი მასწავლებლები რეგიონალურ კონფერენციაზე.
მასწავლებელთა კონფერენცია-„მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების გაზიარება“
2023 წლის 11 ნოემბერს, ქალაქ თბილისში „ასოციაცია-ბიომ“ სასტუმრო ,,ბილტმორში" საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩაატარა მასწავლებელთა კონფერენცია-„მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებისა და სტრატეგიების გაზიარება“. კონფერენციაზე მიწვეული იყო და მონაწილეობას ღებულობდა სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგი - მაია ჩაგანავა.
თბილისში განათლების საერთაშორისო სამიტი გაიმართა
გლობალური განათლების საერთაშორისო ასოციაცია აერთიანებს გამორჩეულ, აქტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ პედაგოგებს საერთაშორისო მასშტაბით. ასოციაციის წევრები არიან განათლების სფეროს ის გამორჩეული წარმომადგენლები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კოლეგებისა და მოსწავლეებისთვის (სტუდენტებისთვის) წარმატებული მომავლის შექმნაში .
#სიკეთეგადამდებია
#სიკეთეგადამდებია
#აქციესიკეთეტრადიციად
#მე-10ე კლასი❤️
24 ნოემბერს, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-10ე (დამრ. ირინა მამულაძე) კლასის მოსწავლეები მახინჯაურის მიუსაფარ დედათა და ბავშვთა სახლს ესტუმრნენ, მოსწავლეებმა ბავშვებს დაურიგეს საჩუქრები და ტკბილეული.შეხვედრა თბილ და სათნოებით სავსე გარემოში ჩატარდა.
გვერდი 29 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







