თბილისში გამართულ ფარიკაობის საქართველოს ჩემპიონატზე რაპირით მოფარიკავე ანანო ჯინჭარაძემ კადეტთა შორის - ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
2024 წლის 18-19 იანვარს თბილისში გამართულ ფარიკაობის საქართველოს ჩემპიონატზე რაპირით მოფარიკავე ანანო ჯინჭარაძემ კადეტთა შორის - ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო იუნიორთა შორის კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ანანო სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-9ვ (დამრ. ნანა პაპუნიძე) კლასის მოსწავლეა.
ვულოცავთ სპორტსმენს და მწვრთნელს თინათინ ბოლქვაძეს მიღწეულ შედეგს და წარმატებას ვუსურვებთ მათ.
საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკთა და მცირე ჭაბუკთა შორის კარატეში
2024 წლის 19-20 იანვარს ჩატარდა ლატვიის საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკთა და მცირე ჭაბუკთა შორის კარატეში, სადაც საქართველოს შემადგენლობა მონაწილეობდა. აჭარის კონტაკტური კარატეს ფედერაციის წევრები 18 სპორტსმენით იყო წარმსდგარი. მათ შორის სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-4ვ (დამრ. მაკა ჩიკაშუა) კლასის მოსწავლე დავით ნოღაიდელმა 30 კგ. წონის კატეგორიაში მე-2 ადგილი დაიკავა და ის ვერცხლის თასის მფლობელი გახდა. ვულოცავთ დავითს ამ წარმატებას.
N8 საჯარო სკოლის 12 მოსწავლე დაჯილდოვდა კომპიუტერით!
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის 12 მოსწავლე დაჯილდოვდა კომპიუტერით! ვულოცავთ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს!
N8 საჯარო სკოლის III-ე კლასი (დამრ. მაია გორგილაძე)
ასე ეგებება სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის III-ე (დამრ. მაია გორგილაძე) კლასის მოსწავლეები დამდეგ შობა-ახალ წელს.☃️❄️🧑🎄
ახალი წელი საქართველოს რეგიონებში
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის V-ზ (დამრ. ნანა მალაყმაძე) კლასმა მოაწყო საახალწლო ღონისძიება " ახალი წელი საქართველოს რეგიონებში". მოსწავლეებმა გვიამბეს, თუ როგორ ხვდებიან ახალ წელს საქართველოს სხვადსხვა რეგიონებში და გვამოგზაურეს იქ. მათ ეს წარმატებით შეძლეს.
ანანო ჯინჭარაძე - აჭარის 2023 წლის 10 საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენთა შორის
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის IX-ვ (დამრ. ნანა პაპუნიძე) კლასის მოსწავლე ანანო ჯინჭარაძე - აჭარის 2023 წლის 10 საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენთა შორის დასახელდა!!!
ვულოცავთ ანანოს ამ წარმატებას, მუდამ წარმატებით ევლოს!
საახალწლო ზეიმი
ამა წლის 28 დეკემბერს I-ე კლასის მოსწავლეებმა( კლასის დამრიგებელი ნანა ზენაიშვილი) მოაწყვეს საახალწლო ზეიმი. წითელ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა კარგად მოირგეს თავიანთი როლები და წარმოადგინეს ლექსები , სიმღერები და ცეკვები. ზეიმს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორის მოადგილე ქალბატონი ნინო გოგოლიშვილი და მოსწავლეთა მშობლები. დასასრულს ქალბატონმა ნინო გოგოლიშვილმა მოსწავლეებსა და სტუმრებს მიულოცა დამდეგი შობა-ახალი წელი და უსურვა შემდგომი წარმატება.
გვერდი 24 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







