ამინდის პროგნოზი

ბმულები

დამსახურებული ჯილდო სპორტსმენებს საზეიმო ვითარებაში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, მთავრობისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გადასცეს.
ნომინაცია ,,ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი'' დაჯილდოვდნენ ბათუმის სკოლებს შორის 4 პედაგოგი, მათ შორის სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლიდან სპორტის პედაგოგი - თინათინ ბოლქვაძეა.
ვულოვათ თინათინს ამ ჯილდოს და ვუსურვებთ მომავალში კიდევ მრავალ წარმატებას.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.