2 თებერვალს მსოფლიო კითხვის დღესთან დაკავშირებით ...
2 თებერვალს მსოფლიო კითხვის დღესთან დაკავშირებით სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის V ე და V ვ კლასებში ჩატარდა გაკვეთილი მშობელთა ჩართულობით. წაიკითხეს სულხან საბას ორმოში ჩაგდებული მეფე და იმსჯელეს მთავარ სათქმელზე.
აქტივობა - სიცრცითი ფიგურების შექმნა
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის 5ე (დამრ. ცირა ბოლქვაძე) და 5ზ (დამრ. ნანა მალაყმაძე) კლასებში ჩატარდა აქტივობა - სიცრცითი ფიგურების შექმნა. მოსწავლეებმა გააკეთეს სივრცული ფიგურები.
მათემატიკის პედაგოგმა ცირა ბოლქვაძემ ბავშვების მეტი დაინტერესებისა და უკეთ აღქმისათვის, საგაკვეთილო პროცესში გამოიყენა პრაქტიკული მაგალითებით გაჯერებული სივრცითი ფიგურები (რესურსი: პლასტენინი, ჩხირები).
შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში
30 იანვარს, პარტნიორი სკოლის მოსწავლეები კერძოდ, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის სამი მოსწავლე: მეგი ლორთქიფანიძე, ელენე მოსიძე და მაგდა ხალვაში ჯგუფური ვიზიტით იმყოფებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში.
მოსწავლეები გაეცნენ უმაღლესი საბჭოს საქმიანობას, შეხვდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ცოტნე ანანიძეს და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ილია ვერძაძეს.
შეხვედრაზე განხილული იქნა ადამიანის უფლებები, მოსწავლეებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე. დიდი მადლობა, პროექტის ორგანიზატორებს.
23 იანვარს კალიგრაფიის დღე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თინათინ დავითაძის, ინიციატივით დაიგეგმა აქტივობა მშობელთა ჩართულობით. გადაწერე "ვეფხისტყაოსნის"ერთი სტროფი მშობელთან ერთად. ამ ინიციატივას შეუერთდა lVვ კლასი დამრიგებელ მაკა ჩიკაშუას ხელმძღვანელობით. IVვ კლასის მოსწავლეები და მშობლები დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ აქტივობაში.
Key Consuling-ის მიერ ორგანიზებულ განათლების მსოფლიო სამიტზე სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ორი პედაგოგი მონაწილეობს
Key Consuling-ის მიერ ორგანიზებულ განათლების მსოფლიო სამიტზე სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ორი პედაგოგი მონაწილეობს: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთევან კვაჭაძე და ქიმიის პედაგოგი მაია ჩაგანავა, რომელიც 2024 წლის 11-12 თებერვალს ონლაინ რეჟიმში გაიმართება.
1-ლი ადგილი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, ხელბურთში სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ვაჟებმა მოიპოვეს
კიდევ ერთი 1-ლი ადგილი სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე, ხელბურთში სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ვაჟებმა მოიპოვეს, ეს პირველი გამარჯვება არაა მათთვის, რა თქმა უნდა, შრომის შედეგია, სკოლის მერე და შაბათ-კვირას ხშირად ვარჯიშობენ მასწავლებელთან ერთად. საუკეთესო მოსწავლედ დასახელდა ენრიკე შავლაძე, როგორც, მასწავლებელი აღნიშნავს, საუკეთესო ბავშვები არიან, შრომისმოყვარე და სანიმუშო ყოფაქცევით გამოირჩევიან, რის გამოც სპორტის მასწავლებელი ეთო ხიმშიაშვილი მადლობას უხდის კლასის დამრიგებელს ხათუნა ლოსაბერიძეს.
გილოცავთ ❤️....
ნათია ცინცაძე
ია ბლაგიძე
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამაში ,,პროექტი ჩემს გაკვეთილზე" გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა:
ნათია ცინცაძე - თემა ,,მედიაწიგნიერება წიგნიერების სადარაჯოზე"
ია ბლაგიძე - თემა ,,English in Practice"
ვულოცავთ მათ ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!
გვერდი 23 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







