ამინდის პროგნოზი

ბმულები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აჯილდოვებს 2023 წლის გეოგრაფიის სასწავლო ეროვნულ ოლიმპიადაში გამარჯვებულ გიორგი ინაიშვილს.
ამაყია სკოლა...
გვიხარია...
ულევი წარმატებები გიორგის...


გიორგიმ უდიდესი შრომის შედეგად მოიპოვა სახელმწიფო დაფინანსება და ამჟამად სწავლას აგრძელებს New school international school of Georgia-ში.
ახალი სკოლის მიერ დაფინანსდა 20 მოსწავლე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (საქართველო, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ბელარუსი).
ამ მოსწავლეებმა მიიღო სრული დაფინანსება საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) ორწლიანი სადიპლომო პროგრამისთვის, მათ შორის საქართველოდან მხოლოდ 3-მა მოსწავლემ შეძლო ამ დაფინანსების მიღება.
ვულოცავთ მას ამ მონაპოვარს და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ველოდებით.
მისი მიღწევები ჩვენთვის საამაყოა.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.