ამინდის პროგნოზი

ბმულები

2023 წლის 19 დეკემბერს, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში: ,,რა? სად? როდის?". აღნიშნული თამაში სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა. მასში სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
გაიმარჯვა პირველმა გუნდმა.ვულოცავთ გუნდს გამარჯვებას.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.