ამინდის პროგნოზი

ბმულები

სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-4ა (დამრ. ცისანა კლდიაშვილი) და მე-4თ (დამრ. ლია თოდრია) კლასების მოსწავლეებმა ინგლისურის გაკვეთილზე (ინგლისური ენის პედაგოგი - ნანა მალამაძე) მოაწყვეს მინი ღონისძიება თემაზე - ,,ჩვენი ახალი წელი“. მიზანი - ინგლისურად დაისწავლეს ლექსები, სიმღერები, მოამზადეს მისალოცი ბარათები, მსმენელს ინგლისურ ენაზე მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ღონისძიებაში.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.