სტუმრად ქ. ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში
21 ნოემბერს, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6ზ (დამრ.მაკა ხინთიბიძე) კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები სტუმრად იმყოფებოდნენ ქ. ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენდა ემპათიის უნარისა და სიკეთის კეთების სწავლა, ხანდაზმულების გულის გათბობა. მე-6ზ კლასის სლოგანია: იყავი კეთილი!
სასკოლო ოლიმპიადა
ქალაქ ბათუმში სკოლებს შორის დაიწყო სასკოლო ოლიმპიადა, სადაც სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდი ღებულობს მონაწილეობას. ვაჟთა გუნდი მეოთხე ფინალშია, მათ დაამარცხეს ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლის გუნდი ანგარიშით - 4:1.
გოგონათა გუნდიც ასევე მეოთხე ფინალში არიან.
პედაგოგი თინათინ ბოლქვაძე.
წიგნის კვირეულის ერთი დღე - ბიბლიოთეკაში.
16.11.23
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-2ე კლასი სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში (დამრ. ირმა დევაძე).
წიგნის კვირეულის ერთი დღე - ბიბლიოთეკაში.
საქველმოქმედო აქცია - ,,სიკეთე გადამდებია"
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-8გ (დამრ. თამარ ანანიძე) კლასის მოსწავლეები საქველმოქმედო აქციის ,,სიკეთე გადამდებია" ფარგლებში ესტუმრნენ მახინჯაურის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ ,,თანა"-ს. იქ მათ ძალიან კეთილგანწყობილი გარემო დახვდათ. მოსწავლეებმა ნახეს შშმ პირების მიერ დამზადებული ნახატები, ნაქარგები, ხელნაკეთი ნივთები, რითაც აღფრთოვანებულები დარჩნენ. შშმ პირებთად ერთად მათ მოაწყვეს სასიამოვნო, მხიარული საღამო, რითაც ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები დარჩნენ, რადგან შეძლეს მათი გაბედნიერება მცირედი დროით მაინც და გამოთქვამენ სურვილს, ხშირად დაგეგმონ მსგავსი აქტივობები.
სტუმრად საფეხბურთო კლუბ "დინამო ბათუმში"
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-5ზ (დამრ. ნანა მალაყმაძე) კლასის მოსწავლეებმა ესტუმრნენ ქ. ბათუმის საფეხბურთო კლუბ ,,დინამო ბათუმს", სადაც მასპინძლობა გაუწიეს ცნობილმა დინამოელებმა - გრიგოლ ჩაბრაძემ და გიორგი ბეგაშვილმა. ბავშვებმა წარადგინეს პრეზენტაციები მათთვის საყვარელი ფეხბურთელების შესახებ. განიხილეს დიდ ეკრანზე რამოდენიმე ფეხბურთელის ცხოვრება და მათი თამაშები. დინამო ბათუმელებმა მასტერ-კლასი ჩაუტარეს პატარებს, რამაც დიდი სიხარული გამოიწვია მათში.
ბათუმის N8 საჯარო სკოლის 10 ა (დამრ. მაია ჩაგანავა) კლასი
27.10.2023.
ბათუმის N8 საჯარო სკოლის 10 ა (დამრ. მაია ჩაგანავა) კლასი. ,,ჩვენი შეხვედრის მიზანი მათი მონახულება და მომავალ თაობაში უფროსებისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გაღვივებაა. ხვალინდელ დღესთან შეხვედრაა...თანაგრძნობა, თანალმობა და ერთმანეთისათვის ხელის შეშველება ადამიანის სულის საზრდოა და მომავალი თაობა ადრიდანვე უნდა ასიგრძეგანებდეს ამ ყოველივეს."სიკეთე გადამდებია" და სიკეთის კეთებით ცხოვრების გზით სვლა ბედნიერების გამამრავლებელია..აღნიშნავს კლასის ხელმძღვანელი.
პროექტი #Education in USA/UK/Georgia
#EnglishProject #TVSHOW #EnglishinPractice -ის ფარგლებში განხორციელებული პროექტი #Education in USA/UK/Georgia ინგლისური ენის მასწავლებელი ია ბლაგიძე. მონაწილეობენ სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები. სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა.
გვერდი 30 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







