საინტერესო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში აქტივობებზე
27 თებერვალს სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე -5 "ე" (დამრ.ცირა ბოლქვაძე) და მე-5 "ვ" (დამრ. ეკატერინე თურმანიძე) კლასებში ჩატარდა საინტერესო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში აქტივოვა თემაზე: 1. ოთარ ჭილაძის "თბილისი" - ლექსის აწყობა; 2. ლექსის მხატვრულად წაკითხვა; 3. კითხვა-პასუხი წერილობით.
ქართული ენის პედაგოგი თინათინ დავითაძე.
მოსწავლეთა მასტერკლასი
ქი ქონსალთინგის ლიდერთა სკოლამ 24 თებერვალს ბათუმში, სასტუმრო შერატონში განახორციელა მოსწავლეთა მასტერკლასი, სადაც აქტიურად მონაწილეობდა სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები. პედაგოგი - მაია ჩაგანავა.
პრეზენტაცია თემაზე: ,,ლამაზ ტანსაცმელს, მდიდარ ცხოვრებას, შენში არასდროს ჰქონდეს დიდება"
ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-5ზ (დამრ.ნანა მალაყმაძე) კლასმა კლასსაათზე მოამზადა პრეზენტაცია თემაზე: ,,ლამაზ ტანსაცმელს, მდიდარ ცხოვრებას, შენში არასდროს ჰქონდეს დიდება". მუდმ გახსოვდეს ილიას სიტყვები ,,ყველა კაცია ადამიანი".
საკლასო ოთახში, სასკოლო გარემოსა და უცხო აუდიტორიასთან წაკითხული ლექსი.
ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-5 "ე " (დამრ. ცირა ბოლქვაძე) და მე-5 "ვ" (დამრ. ეკატერინე თურმანიძე) კლასის რამდენიმე მოსწავლემ წაიკითხა ანა კალანდაძის ლექსი ("ასეთი დარი თუ იყო მაშინ")სკოლის დერეფანში, კლასსა და უცხო აუდიდორიის წინაშე ( 1-"ე" და "ვ" ; მე-3 "ე"; მე-4 "ვ" "თ"; მე- 5 "ბ" "გ" კლასებში).
ბოლოს ამ მოსწავლეებმა ისაუბრეს განცდებზე, შთაბეჭდილებებზე, თუ სად შეძლეს თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოხატვა.
ქართულის ენის მასწავლებელი თინათინ დავითაძე.
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა რეგიონალურ თამაშებში ხელბურთში 1-ლი ადგილი დაიკავეს
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა რეგიონალურ თამაშებში ხელბურთში 1-ლი ადგილი დაიკავეს. როგორც სპორტის მასწავლებელი ეთო ხიმშიაშვილი აღნიშნავს, ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ მაინც სჭირდებათ დამატებითი ვარჯიშები, ბევრჯერ ითქვა, რომ ძალიან შრომისმოყვარე ბიჭები არიან და ემზადებიან შემდეგი ეტაპებისთვის.
სკოლა გულშემატკივრობს და მომავალ გამარჯვებებს უსურვებს!!!
თემა: საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე - აფხაზეთი
ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის - მე-6გ კლასი. თემა: საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე - აფხაზეთი. მიზანი: მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება ეთნო-კონფლიქტის მიზეზების გამორკვევა და შედეგებზე მსჯელობა. გაკვეთილის თითოეული აქტივობა კავშირში იყო მიზანთან, მოსწავლეებმა გამოავლინეს ღრმა ცოდნა საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის აფხაზეთის შესახებ კერძოდ, ისაუბრეს, გეოგრაფიულ გარემოსა და ბუნებრივ პირობებზე, აფხაზთა ხალხის ყოფა-ცხოვრებასა და წეს-ჩვეულებების შესახებ, მხარის კულტურულ მნიშვნელობაზე, ეთნო-კონფლიქტის მიზეზებსა და შედეგებზე.
"არა,სიძულვილის ენას და მეტი მედიაწიგნიერი!"
,,დავიწყეთ, მოგებული საგრანტო პროექტის განხორციელება,სახელწოდებით: "არა,სიძულვილის ენას და მეტი მედიაწიგნიერი!"პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი აქტივობა.ამჯერად კი მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ვორქ შოპი სიძულვილის ენაზე,მის პრევენციასა და აღმოფხვრის გზებზე. შეხვედრის მე-2ნაწილში განვიხილეთ მედიაწიგნიერება,მისი მნიშვნელობა და საჭიროება. ვუყურეთ ვიდეო რგოლებს,განვიხილეთ რამდენიმე სავარჯიშო,გავეცანით ციფრული მოქალაქის კომპენტენციებს ,ასევე გავმართეთ დისკუსია"-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაკა ხინთიბიძე.
გვერდი 21 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







