ამინდის პროგნოზი

ბმულები

2023 წლის 14 დეკემბერს ქალაქ ბათუმის სკოლებს შორის ხელბურთის ფესტივალი ჩატარდა. მიზანი და ამოცანები იყო :
1.ახალგაზრდების ჩაბმა სპორტის ამ სახეობაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.
2. ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი შემდგომი ჩართვა სპორტის ამ სახეობაში.


ხელბურთის ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის 2012-2013 წელს დაბადებულმა ბავშვებმა. შეჯიბრება ჩატარდა ოლიმპიური სისტემით. გუნდები დაწყვილდნენ წილისყრით (გუნდის მწვრთვნელი, მასწავლებელი ეთერ ზოიძე). სკოლის ხელბურთელებმა ყველა თამაში დიდი ანგარიშით მოიგეს, ფინალში დაამარცხეს მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პირველი ადგილი აიღეს. სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ხელბურთელთა გუნდი დაჯილდოვდა თასით, მედლებითა და სიგელებით. საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა გუნდის ხელბურთელი ზოიძე ანდრია.

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.