ახალი წლის ტრადიციები
ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია, იგი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასვანაირად აღინიშნება. სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3-ა (დამრ. ლელა მოწონელიძე) კლასის მოსწავლეებმა ღონისძიებით - “ახალი წლის ტრადიციები” - გვამოგზაურეს საქართველოს კუთხეებში და გაგვაცნეს- როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს და როგორი იყო მეკვლეობის ტრადიციები საქართველოს კუთხეებში.
#EnglishBookEducationChristmas
სსიპ - ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის VII-დ , VIII-გ და VIII-დ კლასის მოსწავლეთა უმრავლესობა ჩაერთო საახალწლო გათამაშებაში, რომელიც English Book Education-ისა და Macmillan Education-ისგან არის დაორგანიზებული. ინგლისური ენის მასწავლებელი ია ბლაგიძე. წარმატება თითოეულ მონაწილეს.
საინტერესო დღე კინოთეატრ ,,აპოლოში“
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის II-ე კლასის (დამრ. ირმა დევაძე) მოსწავლეები კინოთეატრ ,,აპოლოს“ ეწვივნენ. მათ დისნეი ლენდის ანიმაციური ფილმი ,,ჯადოსნური ნატვრა“-ს უყურეს და შემდეგ განიხილეს. მიზანი: თვალსაწიერის გაფართოება.
,,სიკეთე გადამდებია“
სიკეთის მარცვალი ყველა ადამიანშია. მთავარი მისი გაღვივებაა. ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია ცოტათი უკეთესი გახადო სხვების ცხოვრება.
ჩვენ მიერ გაკეთებულმა თუნდაც ერთმა კეთილმა საქმემ შეიძლება უფრო მეტი სიხარული მოიტანოს. სიკეთე არასდროს იკარგება, პირიქით გადამდებია.
“ახალი წელი და მსოფლიო”
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა სასკოლო კონფერენცია ინგლისურში. კონფერენციის სახელწოდება: “ახალი წელი და მსოფლიო”. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეეძლო N8 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებს. მონაწილეობისთვის მსურველებმა წარადგინეს ჯგუფი და წარსადგენი ქვეყნის დასახელება. კონფერენციის სამუშაო ენა იყო ინგლისური , ქართული. სასკოლო კონფერენციის მიზანი:
USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის / USAID Civic Education Program შემაჯამებელი ღონისძიება
ქალაქ ბათუმში, 2023 წლის 24 დეკემბერს ჩატარდა USAID სამოქალაქო განათლების პროგრამის / USAID Civic Education Program შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც გამოვლინდნენ საგრანტო პროექტში გამარჯვებული სკოლები. მათ შორის ერთ-ერთი გამარჯვებული გახლავთ სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი - მაკა ხინთიბიძე. ,,N8 საჯარო სკოლას ვულოცავ მცირე საგრანტო პროექტში გამარჯვებას. ძალიან დიდი მადლობა პროგრამას, ამ შესაძლებლობებისათვის, პარტნიორ ორგანიზაციას არაჩვეულებრივი ღონისძიებისათვის და მხარდაჭერისათვის"-აღნიშნა პედაგოგმა.
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა ულოცავს მაკას ამ წარმატებას და უსურვებს კიდევ მრავალ გამარჯვებას მომავალში.
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ქ-ნი მაია ხაჯიშვილი ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლას ესტუმრა.
აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ქ-ნი მაია ხაჯიშვილი ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლას ესტუმრა. შეხვდა მოსწავლეებს, პედაგოგებს, მოისმინა მათი წინადადებები. მისი თანადგომა და ყურადღება არის მნიშვნელოვანი და ემოციური. გულღია, გულწრფელი საუბრები არის ყველა პრობლემის მომგვარებელი. ეს დღე პოზიტიურად დაამახსოვრდება მერვე სკოლის სასკოლო საზოგადოებას💖
გვერდი 25 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







