ამინდის პროგნოზი

ბმულები

2023 წლის 18 დეკემბერს ბათუმის სპორტული ცენტრის მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული ბავშვების დაჯილდოება გაიმართა. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. პირველი ადგილი დაიკავა ქალთა ფეხბურთის გუნდმა და მათ შორის საუკეთესო ფეხბურთელად IX-ვ (დამრ. ნანა პაპუნიძე) კლასის მოსწავლე ანანო ჯინჭარაძე დასახელდა. სპორტის მასწავლებელი თინათინ ბოლქვაძეა. წარმატებებს ვუსურვებთ ყველა სპორტსმენსა და სპორტული ცენტრის თანამშრომლებს.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.