IIბ კლასის მოსწავლეები ილია წავჭავაძის სახელობის მუზეუმში
2014 წლის 29 აპრილს ქ. ბათუმის ილია წავჭავაძის სახელობის მუზეუმში ჩატარდა ჩვენი სკოლის IIბ კლასის ღონისძიება თემაზე: „ვიშ, გაზაფხული მოდის მორთული“...
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის ექსპონატები. მოუსმინეს ქალბატონ ეკა მამულაძეს, რომელმაც გააცნო მწერლის ბიოგრაფიული ცნობები.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ილია ჭავჭავაძის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, გამონათქვამები და იმღერეს „ჩემო კარგო ქვეყანავ“.
ერთი ლამაზი დღე ვარიანში
2014 წლის 12 აპრილს IVდ კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი ფატმა ზოიძე ექსკურსიით იმყოფებოდნენ სოფელ ვარიანში- იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში.
ბავშვებმა მოინახულეს და დიდი აღფრთოვანება გამოხატეს იაკობ გოგებაშვილის სამუშაო ოთახის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საკლასო ოთახის მიმართ სადაც იაკობი გაკვეთილებს ატარებდა. ეს დღე მიეძღვნა 14 აპრილს ქართული ენის დღეს.
ქართული ენის დღე
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მაღალ დონეზე ჩატარდა ჩვენს სკოლაში. მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, ჩატარდა ნორჩ მკითხველთა კონკურსი, საუკეთესო კალიგრაფიის ნამუშევართა გამოფენა.
განსაკუთრებით საზეიმო ვითარებაში ჩატარდა III ა კლასში ღია გაკვეთილი თემაზე: „ენა, საამო და საგალობელი“ მასწავლებელი დარეჯან ჯინჭარაძე.
მოწვეული იყვნენ პოეტი გულიკო გაბაიძე, მწიგნობართა საზოგადოების დირექტორი მანანა წულუკიძე.
სიყვარულის დღე
15 აპრილს, სიყვარულის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო კლუბ ,,FS“-ის წევრებმა ჩაატარეს აქცია.
ქალაქის მცხოვრებლებს სიყვარულის დღე მიულოცეს წითელი ბუშტებითა და ბარათებით...
პოეზიის საერთაშორისო დღე
2014 წლის 21 მარტს ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოიწვიეს ახალგაზრდა პოეტები ჰენრი დოლიძე და მაკა დოლიძე.
კლუბის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს საკუთარი შემოქმედება, მოისმინეს მოწვეული პოეტების ლექსები.
გაიმართა საინტერესო საუბარი, სტუმრებმა უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებს.
კითხვის გაკვეთილი
კითხვის გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში III ა კლასში. მასწავლებელი დარეჯან ჯინჭარაძე.
გაკვეთილის თემა: ხათუნა კალატოზიშვილის მოთხრობა „ფოტოაპარატი“.
კითხვის სწავლებას დაწყებით კლასებში დიდი ყურადღება ექცევა. კითხვა მხოლოდ სიტყვების წაკითხვა არაა, მთვარია მისი გააზრება და გაგება, თუ რისი თქმა სურს ავტორს.
ფიქრი კი ამაში ხელწ გვიწყობს და გვეხმარება კარგ მკითხველად ჩამოყალიბებაში.
2014 წელი კითხვის წლად არის გამოცხადებული.
„ქალი“. „ქალი სუსტია მაგრამ დედაა ძლიერი“!
2014 წლის 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით IV დ კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს პროექტი თემაძე „ქალს მშვენიერ ქალს“, რომელშიც გაერთიანებული იყო ორი თემა: „დედა“ და „ქალი“. „ქალი სუსტია მაგრამ დედაა ძლიერი“!
გვერდი 68 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







