,,საოცრება"ფილმის ჩვენება და განხილვა მე-2-თ კლასში
,,საოცრება"ფილმის ჩვენება და განხილვა მე-2-თ კლასში,სტუმარიც გვყავდა, ქალბატონი ნინო გოგოლიშვილი ,რისთვისაც დიდი მადლობა. ეს ფილმი აუცილებლად ანახეთ ბავშვებს, ძალიან კარგი იქნება მშობლები და მასწავლებლებიც თუ ნახავენ, რადგან ფილმი არის სიკეთის და სიმამაცის საოცარი ისტორია, გამბედაობისა და საკვირველების დაუვიწყარი ამბავი, რომელიც უამრავ თემას გვთავაზობს სასკოლო დისპუტებისთვის, თუმცა, ამავდროულად ეხება მათაც, ვისაც ოდესმე განსხვავებულად უგრძვნია თავი, ანუ ყველას.
საახალწლო ზეიმი
შობა-ახალი წელი ყველა ასაკის ადამიანისათვის უმშვენიერესი და უსაყვარლესი დღესასწაულია. განსაკუთრებული სიხარულით მას პატარები ელოდებიან.
I დ კლასის მოსწავლეებმა 28 დეკემბერს საახალწლო ზეიმი გამართეს. დამსწრე საზოგადოებას ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს ახალი წელი. იმხიარულეს, გაერთნენ. თოვლის ბაბუას მოსვლამ და საჩუქრების მიღებამ ისინი უსაზღვროდ გაახარა.
,,ლექსი ჩემ ჯიბეში''
2017 წლის 16 დეკემბერს სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის II გ კლასში (მასწავლებელი: ლენა დუმბაძე) ჩატარდა ღონისძიება - ,,ლექსი ჩემ ჯიბეში''.
მოსწავლეებმა წაიკითხეს თავიანთი საყვარელი ლექსები.
ცრემლები?! ცრემლებზე - ბოდიში, ღიმილი?! - ღიმილი რამდენიც გინდა?...
ასე ღიმილით, ხალისით და ამაღელვებელი განწყობით მოგვილოცეს შობა-ახალი წელი ბათუმის N8 საჯარო სკოლის I - ე კლასის მოსწავლეებმა. ბავშვების გაბრწყინებული და ბედნიერი სახეები მეტყველებდა იმაზე თუ რაოდენ ჯადოსნურია შობა-ახალი წლის ღამე.
,,ერის განმანათლებელი - ილია“
30 ნოემბერს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის III ა კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი - დარეჯან ჯინჭარაძე) ჩაატარა ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თემაზე - ,,ერის განმანათლებელი - ილია“.
,,იაკობი ერის მამაა“
2017 წლის 27 ოქტომბერს სსიპ ქ. ბათუმის N8 საჯარო სკოლის IV ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნარგიზ ხიმშიაშვილი) იაკობ გოგებაშვილის დაბადების 177-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით ,,იაკობი ერის მამაა“, წაიკითხეს ლექსები; შექმნეს წიგნები იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, მოაწყვეს გამოფენა ნახატების და წიგნების.
,,მოგზაურობა ზღაპრების სამყაროში“
ამა წლის 27 ოქტომბერს, წიგნის დღესთან დაკავშირებით ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის II გ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ლენა დუმბაძე) იმოგზაურეს ზღაპრების სამყაროში.
თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა ქართული და საზღვარგარეთული მეზღაპრეების მიერ შექმნილი ზღაპრები. სკოლის ბიბლიოთეკაში მოეწყო ზღაპრის პერსონაჟებთან შეხვედრა, მოაწყვეს ინსცენირება.
გვერდი 64 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







