ამინდის პროგნოზი

ბმულები

2014 წლის 29 აპრილს ქ. ბათუმის ილია წავჭავაძის სახელობის მუზეუმში ჩატარდა ჩვენი სკოლის IIბ კლასის ღონისძიება თემაზე: „ვიშ, გაზაფხული მოდის მორთული“...

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის ექსპონატები. მოუსმინეს ქალბატონ ეკა მამულაძეს, რომელმაც გააცნო მწერლის ბიოგრაფიული ცნობები.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ილია ჭავჭავაძის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები, გამონათქვამები და იმღერეს „ჩემო კარგო ქვეყანავ“.

 







სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.