„დაილოცოს დედაენის შემოქმედი’’
მოძღვართა მოძღვრის დიდი იაკობის „ დედაენას’’, განსაკუთრებით მოეფერენ 27 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში.
იაკობ გოგებაშვილის კვირეულში მონაწილეობა მიიღეს IV-ზ კლასის მოსწავლეებმა, თემაზე: „დაილოცოს დედაენის შემოქმედი’’. წარმოადგინეს ბუმბერაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გრძნობით წაკითხული ლექსები, წარმოთქვეს გამონათქვამები „ დედაენაზე’’. აქეს და ადიდეს ქართული ენა.
,,ჩვენი იაკობი“
ოქტომბრის ბოლოს სკოლაში ჩატარდა დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 177-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული.
30 ოქტომბერს სკოლის ბიბლიოთეკაში III-ე კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ნანა ზენაიშვილი) წრმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია ,,ჩვენი იაკობი“.
სახვითი ხელოვნების კონკურსი
25 ოქტომბერს ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა სახვითი ხელოვნების კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებულები, ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად.
,,იაკობი და ბავშვები“
მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს, სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის III ა კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი დარეჯან ჯინჭარაძე) აღნიშნეს იაკობ გოგებაშვილის დაბადების 177-ე და გარდაცვალების 105 წლისთავი. წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის მიერ შექმნილი მოთხრობების პრეზენტაცია. გაიხსენეს დიდი იაკობის ბიოგრაფიული ცნობები, წარმოთქვეს ლექსები და გამონათქვამები ,,დედაენაზე“.
სახვითი ხელოვნების კონკურსი
25 ოქტომბერს ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა სახვითი ხელოვნების კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებულები, ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად.
მოვეფეროთ იაკობს და ,,დედაენას“
2017 წლის 26 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3 ვ კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო გოგებაშვილის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული მონტაჟი: მოვეფეროთ იაკობს და ,,დედაენას“.
შემაჯამებელი გაკვეთილი ბიბლიოთეკაში - ,,ჩემი სოფლის სამკითხველო“
2017 წლის 24 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში VI ვ კლასის (დამრიგებელი და პედაგოგი დალი ქობულაძე) მოსწავლეებმა პროგრამულად გაიარეს გაკვეთილი თემაზე ,,ჩემი სოფლის სამკითხველო“ (ნ. შატაიძე).
გვერდი 65 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







