„სკოლა და ოჯახი - თანამშრომლობა- მაღალი მოლოდინები“
სსიპ - ქალაქ ბათუმის №8 საჯარო სკოლის მშობელთა კონფერენცია „სკოლა და ოჯახი - თანამშრომლობა- მაღალი მოლოდინები“
კონფერენცია გაიმართა 11 დეკემბერს სკოლის სააქტო დარბაზში.
კონფერენცია გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წაიკითხა სკოლის დირექტორმა გივი ხალვაშმა.
„ბრძოლა შიდსის წინააღმდეგ“
შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო კლუბმა “FS“ ჩაატარა კონფერენცია და მოაწყვეს გამოფენა. კონფერენციის მონაწილეებმა მსმენელებში დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები.
კონფერენციაზე თემები წაიკითხეს: სალომე კეღოშვილმა, გიორგი ხვიჩიამ, მეგი ხიმშიაშვილმა, ლინდა ჩოგაძემ, მარი დუმბაძემ.
ნაჩვენები იქნა შესაბამის თემაზე მომზადებული კლიპი
„ქალთა მიმართ ძალადობა“
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდგე ბრძოლის კვირეულთან დაკავშირებით სამოქალაქო განათლების კლუბ „FS”-ის წევრებმა X-ა კლასთან ეღტად ჩაატარეს კონფერენცია. თემები წაიკითეს ქეთი მჟავანაძემ, ანა დუმბაძემ, მეგი დევაძემ. ნაჩვენები იქნა X-ა კლასის მოსწავლეების მარი თურმანიძის და ილია თედორაძის ფილმო-კლიპი: „ნუ გაჩუმდები“.
კონფერენცია მიჰყავდა X-ა კლასის მოსწავლეს ეკატერინე გუმბერიძეს.
საქველმოქმედო აქცია „მწვანე ყუთი“
საქველმოქმედო თვითშეგნების ამაღლების, გარემოს დაცვის მიზნით, მე-8-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ “FS”-ის წევრებმა წამოიწყეს საქველმოქმედო აქცია „მწვანე ყუთი“, ეს აქცია დაიწყო 10 ოქტომბერს და დღემდე გრძელდება.
აღებული თანხით კლუბის წევრები დაეხმარებიან შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს.
სამოქალაქო კლუბ “FS”-ის წევრებმა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიაწოდეს ინფორმაცია საქველმოქმედო აქცია „მწვანე ყუთი“-ის შესახებ, სკოლის მოსწავლეებმა მოიტანეს მაკულატურა და დღემდე მოაქვთ. კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს რომ აქცია უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო და სკოლის გარეთ გაგვეტანა.
იაკობ გოგებაშვილისადმი მიძღვნილი კვირეული
13-20 ოქტომბრის ჩათვლით მოეწყო იაკობ გეოგებაშვილისადმი მიძღვნილი კვირეული თემაზე: „წარსულის შვილი, აწმყოს აღმზრდელი და მომავლის გადია“.
• მხატვრული კითხვის კონკურსი
• კედლის გაზეთისა და პლაკატების კონკურსი
• კალიგრაფიის კონკურსი
• ხელნაკეთი ნივთები, ხელისგულისტოლა წიგნების დამზადება
• იაკობ გოგებაშვილის გაცილება
• კონფერენცია: ი.გოგებაშვლის „დედაენის“ კულტურული მემკვიდრეობა.
(IV კლასებში)
• საზეიმო გაკვეთილები
კვირეულში აქტიური მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა.
IIIვ კლასი
IIIვ კლასში მოსწავლეებმა განასახიერეს არჩილ სულაკაურის ზღაპრის პერსონაჟები - „მატასი, პიპა და სუსი-ფუსი
რამოდენიმე მოსწავლემ წაიკითხა არჩილ სულაკაურის ცხოვრების ეპიზოდები.
კლასში გაიმართა დისკუსია.
ისაუბრეს ადამიანებისა და ცხოველების მეგობრობაზე, დაუსვეს ერთმანეთს საინტერესო შეკითხვები: რატომ არ მოსწონდა პიპას მატასისა და სუსი-ფუსის მეგობრობა? რითი სჯობია სუსი-ფუსი პიპას? რაში შეიძლება გავამტყუნოთ და რაში გავამართლოთ პიპა?
მოსწავლეებს უხარიათ ჯგუფური აქტივობების ჩატარება. ისინი იძიებენ ბევრ საინტერესო ინფორმაციებს და აზრებს უზიარებენ ერთმანეთს. მოამზადეს პროექტი „ვაჟა ბუმბერაზი მწერალი“.
ბიბლიოთეკის კვირეული
28 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით, ჩვენს სკოლაში ჩატარდა ბიბლიოთეკის კვირეული შემდეგი დღის პროგრამით:
- ღია კარის დღე -28.04
- ლექცია თემაზე: ქაღალდი და წიგნის ბეჭვდის ისტორია- 29.04
- ექსკურსი ბიბლიოთეკაში -30.04 (I-IVკლ.)
- ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული პოეტები და მწერლები -1.05
- მომავალი პოეტები -5.05
- საუკეთესო მკითხველები - 6.05
გვერდი 67 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







