ამინდის პროგნოზი

ბმულები

2014 წლის 21 მარტს ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მოიწვიეს ახალგაზრდა პოეტები ჰენრი დოლიძე და მაკა დოლიძე.

კლუბის წევრებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს საკუთარი შემოქმედება, მოისმინეს  მოწვეული პოეტების ლექსები.

გაიმართა საინტერესო საუბარი, სტუმრებმა უპასუხეს მოსწავლეების შეკითხვებს.

 



სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.