დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული
სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული (14 აპრილი - 20 აპრილის ჩათვლით), რომელიც მიეძღვნა დედაენის დღეს 14 აპრილს.
ამ დღის ჩასატარებლად წინასწარ შემუშავდა კვირეულის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა: ნორჩი კალიგრაფის, მხატვრული კითხვის, საუკეთესო თხზულების, ნორჩი დეკლამატორისა და საუკეთესო მხატვარ მოსწავლეთა გამოვლენას.
"ო,ენავ ჩემო"
"ო,ენავ ჩემო" დედა ენის დაცვის დღესთან დაკავშირებით ,მე-6, მე-7,მე-8, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს ღონისძიება "ო,ენავ ჩემო". მათ წაიკითხეს ჩვენი საყვარელი ქართველი პოეტების ლექსები. ერთმანეთს მოუწოდეს დედა ენის დაცვისა და დაფასებისათვის.რაც ყველა ქართველის ვალდებულებაა. დამსწრე საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა თათული კილაძისა და საბა სირაძის მუსიკალურმა ნომერმა.ღონისძიება მოამზადა და ჩაატარა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო ჩხაიძემ ბიბლიოთეკარის ქ-ნ მარიამ ჭანტურიას თანადგომით. ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ბ-ნი გივი ხალვაში, პედაგოგები და მოსწავლეები
ქართული ენა, საამო და საგალობელი
,,ენა-ერი-მამული“ - აი, ეს იყო ძირითადი ქართველი ხალხის ერთსულოვანი აზრი, რამაც საუკეთესო შედეგი გამოიღო. მოგვიანებით დადგინდა, რომ ყოველი წლის 14 აპრილს აღინიშნოს ქართული ენის დღე.
წელს 40 წლის იუბილეს ვზეიმობთ.
ამასთან დაკავშირებით მე-3 ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქ-ნი დარეჯან ჯინჭარაძე) ილია ჭავჭავაძის მუზეუმთან თანამშრომლობით ჩაატარეს მხატვრულ-მუსიკალური აქტივობა თემაზე - ,,ქართული ენა, საამო და საგალობელი“.
ევროპა ჩემს გაკვეთილზე
28 მარტს სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-10 დ კლასში ჩატარდა პროექტის, ,,სულხან-საბა ორბელიანი - ალტერნატიული გზების ძიება“, პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა იმსჯელეს ქართულ-ევროპულ ურთიერთობებზე, სულხან-საბა ორბელიანის ღვაწლზე ამ მიმართულებით.
კლასის დამრიგებელი - ლალი თევზაძე.
"ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების გაცნობა
2018 წლის 16 მარტს სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მე-6-დ კლასი, პედაგოგი ლ.თევზაძე). გაკვეთილის მიზანი იყო "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების გაცნობა. ბიბლიოთეკარი ,მარიამ ჭანტურია, ესაუბრა მოსწავლეებს "ვეფხისტყაოსნის" გამოცემებზე, დაათვალიერებინა ზიჩის,ქობულაძის,თოიძის, გუდიაშვილოსა და სხვა მხატვართა ილუსტრაციები.
3 მარტი დედის დღეა, დედა უკვდავია!
სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა 2 მარტს აღნიშნეს დედის დღე - 3 მარტი დედის დღეა, დედა უკვდავია!
ღონისძიებაზე წარმოთქმული თითოეული სიტყვა, ლექსი, სიმღერა თუ ცეკვა ეძღვნებოდა დედებს.
პატარებმა შეასრულეს და ღონისძიებას ამშვენებდა ინსცენირება, ტანვარჯიში, სამეჯლისო და ქართული ცეკვები (სამაია, ქართული), ფორტეპიანოზე შესრულებული მუსიკალური ნომრები და სიმღერები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: მშობლები, მრავალშვილიანი დედები, სხვადასხვა სკოლისა და ამავე სკოლის პედაგოგები. დირექტორი ბ-ნი გ. ხალვაში, რომელმაც ღონისძიება დადებითად შეაფასა.
ღონისძიება მოამზადა დირექტორის მოადგილემ ნინო გოგოლიშვილმა.
ერთი დღე მხარეთმცოდნეობის მუზეუმში
სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის III ა კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა 25 თებერვალს ეწვივნენ ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რომლის დათვალიერებითაც ძალიან მოხიბლულები დარჩნენ როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლებიც. მუზეუმის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ მოსწავლეთა და მშობელთა ასეთი დასწრება-აქტიურობა მისასალმებელია.
გვერდი 63 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







