ამინდის პროგნოზი

ბმულები

2014 წლის 12 აპრილს IVდ კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი ფატმა ზოიძე ექსკურსიით იმყოფებოდნენ სოფელ ვარიანში- იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში. 

ბავშვებმა მოინახულეს   და დიდი აღფრთოვანება გამოხატეს იაკობ გოგებაშვილის სამუშაო ოთახის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და საკლასო ოთახის მიმართ სადაც იაკობი გაკვეთილებს ატარებდა. ეს დღე მიეძღვნა 14 აპრილს ქართული ენის დღეს.

 






სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.