ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მაღალ დონეზე ჩატარდა ჩვენს სკოლაში. მოეწყო მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, ჩატარდა ნორჩ მკითხველთა კონკურსი, საუკეთესო კალიგრაფიის ნამუშევართა გამოფენა.
განსაკუთრებით საზეიმო ვითარებაში ჩატარდა III ა კლასში ღია გაკვეთილი თემაზე: „ენა, საამო და საგალობელი“ მასწავლებელი დარეჯან ჯინჭარაძე.
მოწვეული იყვნენ პოეტი გულიკო გაბაიძე, მწიგნობართა საზოგადოების დირექტორი მანანა წულუკიძე.

















