ამინდის პროგნოზი

ბმულები

,,ენა-ერი-მამული“ - აი, ეს იყო ძირითადი ქართველი ხალხის ერთსულოვანი აზრი, რამაც საუკეთესო შედეგი გამოიღო. მოგვიანებით დადგინდა, რომ ყოველი წლის 14 აპრილს აღინიშნოს ქართული ენის დღე.

წელს 40 წლის იუბილეს ვზეიმობთ.

ამასთან დაკავშირებით მე-3 ა კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქ-ნი დარეჯან ჯინჭარაძე)  ილია ჭავჭავაძის მუზეუმთან თანამშრომლობით ჩაატარეს მხატვრულ-მუსიკალური აქტივობა თემაზე - ,,ქართული ენა, საამო და საგალობელი“.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.