სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული (14 აპრილი - 20 აპრილის ჩათვლით), რომელიც მიეძღვნა დედაენის დღეს 14 აპრილს.
ამ დღის ჩასატარებლად წინასწარ შემუშავდა კვირეულის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა: ნორჩი კალიგრაფის, მხატვრული კითხვის, საუკეთესო თხზულების, ნორჩი დეკლამატორისა და საუკეთესო მხატვარ მოსწავლეთა გამოვლენას.
კვირეულის დღეები სკოლაში თანმიმდევრულად, გეგმის დაცვით წარიმართა. გამოვლინდა კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები.
პატარა კონკურსანტებს არასოდეს დაავიწყდებათ დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის შესახებ, ისინი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ დაკისრებულ მოვალეობებს.
კვირეული მიძღვნილი დედაენის დღისადმი მოამზადა დირექტორის მოადგილემ ქ-მა ნინო გოგოლიშვილმა და დაწყებითი კლასების კათედრამ.





















