ამინდის პროგნოზი

ბმულები

სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის III ა კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა 25 თებერვალს ეწვივნენ ბათუმის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, რომლის დათვალიერებითაც ძალიან მოხიბლულები დარჩნენ როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლებიც. მუზეუმის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ მოსწავლეთა და მშობელთა ასეთი დასწრება-აქტიურობა მისასალმებელია.

 

გიდმა, მადონა ჭრელაშვილმა ძალზედ საინტერესოდ წარმოუდგინა მათ მუზეუმის ღირსშესანიშნაობა. გადაიღენ სამახსოვრო ფოტოები, ჩაატარენ კონკურსი - ,,რა ვიცით აჭარაზე“. მოსწავლეებმა წარმოსთქვეს აჭარელი პოეტების ლექსები.

მუზეუმში სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარებული დღე დიდი დამსახურებაა ამავე სკოლის  ღვაწლმოსილი და საყვარელი პედაგოგის და ამავე კლასის დამრიგებლის ქალბატონ - დარეჯან ჯინჭარაძის, რომელიც არცერთ საინტერესო ღონისძიებას არ ტოვებს აღნიშვნის გარეშე. ასეთი იყო 25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე!

III ა კლასის მშობლებმა უდიდესი მადლობა გადაუხადეს ქ-ნ დარეჯანს ასეთი საინტერესო ღონისძიების ჩატარებისათვის.

 

mx1

mx1

mx1

mx1

mx1

mx1

mx1

mx1

mx1

mx1

mx1

mx1

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.