ამინდის პროგნოზი

ბმულები

2018 წლის 16 მარტს სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ჩატარდა გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (მე-6-დ კლასი, პედაგოგი ლ.თევზაძე). გაკვეთილის მიზანი იყო "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციების გაცნობა. ბიბლიოთეკარი ,მარიამ ჭანტურია, ესაუბრა მოსწავლეებს "ვეფხისტყაოსნის" გამოცემებზე, დაათვალიერებინა ზიჩის,ქობულაძის,თოიძის, გუდიაშვილოსა და სხვა მხატვართა ილუსტრაციები.

 

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.