ამინდის პროგნოზი

ბმულები

2019 წლის 22 აპრილს, მე-8 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში (ხელმძღ. ბიბლიოთეკარი მარიამ ჭანტურია) ჩატარდა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ,,დედაენის დღეს". მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მოეფერეს მშობლიურ ენას. მონაწილეობდნენ: 1ზ, 3თ, 4ბ, 11 და 12 კლასები

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.