ამინდის პროგნოზი

ბმულები

დედაენის დღისადმი მიძღვნილ კვირეულთან დაკავშირებით 1-ვ კლასის მოსწავლეები (კლ.ხელ.ლია ჯორბენაძე) ესტუმრნენ N8 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას (ბიბლიოთეკარი მარიამ ჭანტურია). მასწავლებელმა და ბიბლიოთეკარმა ისაუბრეს ქართული ენის სიდიადესა და მნიშვნელობაზე.
ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები დედა ენაზე.წარმოთქვეს გამონათქვანები და ანდაზები.
ბიბლიოთეკაში სამახსოვროდ დატოვეს თავიანთი პატარა ხელით შექმნილი წიგნები.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.