ამინდის პროგნოზი

ბმულები

26 დეკემბერს, მე-8 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკარის მარიამ ჭანტურიას ხელმძღვანელობით ჩატარდა აქცია "წიგნის მკურნალი"-- 8-ბ (ხელ-ლი ლ.ტაბიძე) კლასის მოსწავლეებმა წინასწარ მომზადებული რესურსით (მაკრატელი, წებო,წებოვანი ფურცლები) გაანახლეს დაზიანებული წიგნები. მიანიჭეს მათ ახალი სიცოცხლე ახალი მკითხველისათვის.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.