აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა 2018-2019 სასწავლო წელს საგნობრივ ოლიმპიადაში გამარჯვებული სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მასწავლებლები.
დაჯილდოვებას დაესწრნენ აჭარის მთავრობის მეთაური - თორნიკე რიჟვაძე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მაია ხაჯიშვილი.







