ამინდის პროგნოზი

ბმულები

30.10.2019  
ბიბლიოთეკა არის სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი და ხელს უწყობს ამ პროცესის ეფექტიანობის ამაღლებას.სწორედ ამ მიზნით, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე- 4-ე კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებლის ნესტან ხიბაიას ხელმძღვანელობით ეწვივნენ სკოლის ბიბლიოთეკას. ბიბლიოთეკარი, მარიამ ჭანტურია, მოსწავლეებს ესაუბრა ბიბლიოთეკის ისტორიაზე, წიგნების კულტურულ და საგანმანათლებლო ღირებულებებზე.ბავშვებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაცია და ჩაებნენ დისკუსიაში.



 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.