ამინდის პროგნოზი

ბმულები

ჯერ კიდევ მე-6 კლასში იყო ნათია, როდესაც საკონტროლო წერის რვეულში ჩაწერა: ,,მინდა გავხდე მეზღვაური". ეს სურვილი აიხდინა და ზუსტად იცის, რომ ადრე თუ გვიან ყველა აუცილებლად აიხდენს ოცნებას, თუ საკუთარ თავთან იმუშავებს. ნათიამ დაამსხვრია სტერეოტიპი. იგი ძლიერი და თავისუფალი პიროვნება აღმოჩნდა.

არ შეუშინდა მეზღვაურის ცხოვრების არცერთ ბარიერს და დღეს, ჩვენდა სასიქადულოდ, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული, მეზღვაური ქალი - ნათია ლაბაძე საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა .  

- სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა 

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.