ამინდის პროგნოზი

ბმულები

2020 წლის 15 იანვარს სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს უნივერსიტეტისგან საჩუქრად მიიღეს ხმის გამაძლიერებლები. დირექტორი გივი ხალვაში იმედოვნებს, რომ ამ საჩუქარს სკოლის თვითმმართველობა და მოსწავლეები ცოდნის ხარისხის ამაღლებისა და შინაარსიანი ღონისძიებებისათვის გამოიყენებენ.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.