ამინდის პროგნოზი

ბმულები

2019 წლის 10 დეკემბერს, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის VIII დ კლასში (გერმანული ენის მასწავლებელი ნანული დიასამიძე) ტექნოლოგიების გამოყენება გერმანული ენის გაკვეთილზე პროექტის ,,Digitale junior uni"-ს (ვირტუალური საბავშვო უნივერსიტეტი) ფარგლებში მოსწავლეებმა ნახეს ფილმი ,,კითხვები კოსმონავტს" და შეასრულეს საინტერესო აქტივობები.  

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.