ამინდის პროგნოზი

ბმულები

 სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის VI ბ კლასში გაკეთდა სადამრიგებლო პროექტი "ახალი წელი 2020". პროექტის მიმდინარეობა გაგრძელდა მთელი დეკემბერი. იყო სხვადასხვა ტიპის დავალებები, ჯგუფური და ინდივიდუალური აქტივობები, მშობლების ჩართულობა. ძალიან ბევრი პოზიტივი და ბევრის მომცველი დღეები.პროექტის მიზანი: ჯგუფური მუშაობის ხელშეწყობა, ინდივიდუალური უნარების გამოვლენა, კრეატიული აზროვნების განვითარება, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთსიყვარულის გაღრმავება, საახალწლო განწყობის შექმნა, მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, მშობლების ჩართულობა.თუ რა როგორ გამოვიდა , სხვადასხვა აქტივობები რა მიზანს ემსახურებოდა და რა შედეგზე გავიდა ვიდეორგოლისგან შეიტყობთ.გილოცავთ დამდეგ 2020 წელს!პროექტის ხელმძღვანელი კლასის დამრიგებელი -ია ბლაგიძე. 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.