პროექტი - VI კლასი. თემა: ,,კინო და მუსიკა"
სსიპ ქ. ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საგანში მუსიკა შეისწავლეს თემა: ,,კინო და მუსიკა" და პროექტისათვის შეარჩიეს მასალა ,, რატომ უნდა ვუყუროთ კარგ ფილმს?".
1. მოსწავლეები გაეცნენ კინოს ისტორიას, ესთეტიკას, მის როლსა და დანიშნულებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათ მიერ ნახული ფილმებიდან გამოარჩიეს საყვარელი ახლობელი ფილმები და გააკეთეს პროექტი.
2. ეს ფილმები წარადგინეს გაკვეთილზე პრეზენტაციისა და ჩვენების ფორმატში. მოსწავლეებს ჰქონდათ შერჩეული სხვადასხვა ჟანრის ფილმები: მხატვრული, ანიმაციური. ეს ფილმები გამოირჩეოდნენ სხვადასხვა შინაარსითა და იდეურ მხატვრული სულისკვეთებით: სათავგადასავლო, იგავ-ზღაპარი, სოციალური, დრამატული და კომედიური ჟანრის.
3. გაანალიზეს მათში არსებული პრობლემური მხარეები და მათი გადაჭრის გზები.
4. აღნიშნეს მუსიკის როლი და მნიშვნელობა, რომელიც განსაკუთრებით ეხმარება მოქმედი გმირების სახეების, ხასიათის და გრძნობების აღქმას. აკეთილშობილებს ფილმს და მაყურებელში იწვევს ნაყოფიერ, ემოციურ ზემოქმედებას.
5. მოსწავლეებმა აიღეს ინტერვიუ ერთმანეთისაგან და გამართეს დისკუსია, მსჯელობა ფილმების გარშემო.
პროექტში ჩართული ყველა მოსწავლე გამოირჩეოდა დიდი ინტერესით, ხალისით და ემოციურობით.
9-11 აპრილს, ქალაქ თბილისში ჩატარდა ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი.
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 ვ კლასის (დამრ. ნანა პაპუნიძე) მოსწავლემ, ანანო ჯინჭარაძემ რაპირით ორ ასაკობრივ ჯგუფში (2009-2010 და 2007-2008 დაბ.შორის) მესამე ადგილი და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვულოცავთ მას ამ წარმატებას!
14 აპრილი დედაენის დღეა!
ეს დღე განსაკუთრებით პირველკლასელთათვის გამორჩეულად საზეიმოა. მათთვის დედაენის წიგნში თავმოყრილი ყველა ლექსი თუ მოთხრობა, ანდაზა თუ შეგონება ძალიან ძვირფასი და ღირებულია. წარმოგიდგენთ სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის I ვ (დამრიგებელი მაკა ჩიკაშუა) კლასის ნამუშევრებს.
"პროაქტიული წრის" გაკვეთილები

სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიერ , ბულინგის და ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საპილოტე პროექტის ფარგლებში, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-7ა კლასში მოსწავლის იდეების, გრძნობების, ფასეულობების გაზიარების, სოციალური უნარების სწავლების, პოზიტიური სოციალური უნარების ჩამოყალიბების და კლასის შეკვრის მიზნით დაიწყო "პროაქტიული წრის" გაკვეთილები.
მე-7 ა კლასის დამრიგებელი დიანა კაპანაძე.
1989 წლის 9 აპრილი...
წლები გავიდა, თუმცა დრომ ვერ გაანელა ის განცდა, რაც მაშინ მთელ საქართველოში სუფევდა.
დღეს, სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის II ა კლასელები (დამრიგებელი ნინო ქარჩავა) გვეტყვიან, თუ რა იციან 9 აპრილის ტრაგედიის შესახებ.
ბათუმის N8 სკოლის მოსწავლე ლუკა შანთაძე კარატეში საქართველოს ჩემპიონი გახდა
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-8 ბ კლასის (დამრ. ნათელა სვანიძე) მოსწავლე ლუკა შანთაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა კარატეში👏👏👏
,,პატარების დიდი შოუ"
,,პატარების დიდ შოუში" მონაწილე სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-6 ვ კლასის (დამრ. ნანა პაპუნიძე) მოსწავლე ანანო ჯინჭარაძე.
გვერდი 45 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







