ამინდის პროგნოზი

ბმულები

სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის VII ბ კლასელები და მათი დამრიგებელი ია ბლაგიძე გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს❣️  დამრიგებელმა მშობლებისა და მოსწავლეების ჩართულობით გამართა საქველმოქმედო აქცია სათაურით" სიკეთე გადამდებია". ისინი დაეხმარა ქუჩაში მდგარ მოხუც ბებოებს.  
"სიკეთე გადამდებია", აკეთეთ სიკეთე, მიიღეთ დალოცვა და ბედნიერი ცრემლები...
ჩაერთეთ აქციაში #სიკეთეგადამდებია

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.