🌏22 აპრილი დედამიწის დღეა!🌍
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-7 ა კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით პრეზენტაციები მოამზადეს თემაზე - ,,დედამიწა ჩვენი სახლია" 🏡
გაკვეთილი ჩატარდა სადამრიგებლო საათზე.
✅VII ა კლასის დამრიგებელი დიანა კაპანაძე
Happy Earth Day
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-2ბ კლასმა ინგლისური ენის (ინგ.მასწ. ნანა მალაყმაძე) გაკვეთილზე პრეზენტაცია მოაწყო თემაზე ,,დედამიწის დღე". დამრიგებელი ლია დავითაძე
🌍 დღეს დედამიწის საერთაშორისო დღეა
ჩვენი საერთო ვალდებულებაა მოვუაროთ გარემოს და დავიცვათ ბუნება, ჩვენი ქმედებებით არ მივაყენოთ ზიანი.
გავუფრთხილდეთ დედამიწას!
ვიყოთ გამოსავალის ნაწილი. სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით წარმოადგინეს პრეზენტაცია.
გეოგრაფიის მასწავლებელი ირინა ხოზრევანიძე
ქართული ოპერის თეატრი 170 წლისაა.
ამასთან დაკავშირებით სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-7 ბ (დამრ. ია ბლაგიძე) კლასელებმა მოამზადეს საინტერესო პრეზენტაცია. მუსიკის მასწავლებელი ნინო ჯიჯიეშვილი.
"დედაენის კვირეულის" ფარგლებში სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის lვ კლასელები (დამრ. მაკა ჩიკაშუა) ეწვივნენ სკოლის ბიბლიოთეკას.
ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, გაეცნენ ბიბლიოთეკის წესებს, დაათვალიერეს მხატვრული ლიტერატურა. სკოლის ბიბლიოთეკარმა, ქალბატონმა მარიამ ჭანტურიამ, დიდი სიყვარულით უმასპინძლა პატარებს. მან ბევრი საინტერესო რამ უამბო. პატარებიც დიდი ინტერესით უსმენდნენ და გაოცებას ვერ მალავდნენ. მათთვის, ქალბატონი მარიამის მონათხრობი ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. სურვილი გაუჩნდათ ყველა დღე ესტუმრონ ბიბლიოთეკას.
🎈რა არის სიყვარული?🎈
💖N8 საჯარო სკოლის II ა კლასის მოსწავლეები, დამრიგებელი - ნინო ქარჩავა, გვილოცავენ სიყვარულის დღეს!
აი ,რა არის სიყვარული მათთვის ...
14 აპრილი დედაენის დღეა!
14 აპრილი დედაენის დღე - სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა.
დაწყებითი კლასები
გვერდი 44 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







