ამინდის პროგნოზი

ბმულები

ერთი საინტერესო გაკვეთილი ბუნებაში...
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3 ვ კლასის (დამრ. ლია ჯორბენაძე) მოსწავლეებმა მოისმინეს მასალით გათვალისწინებული ტექსტი (ტელეფონის საშუალებით), კლასის უმრავლესობამ მიხვდა ტექსტის შინაარსი, დაისწავლა ახალი სიტყვები და შეძლო გამეორება.
ინგლისური ენის მასწავლებელი - ნანა მალაყმაძე.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.