აღნიშნული კლასის მოსწავლეებმა სკოლის ცენტრალურ შესასვლელში ასფალტი მოხატეს. ბუშტებითა და საზეიმო განწყობით შეხვდნენ მოსწავლეებს და მიულოცეს დღევანდელი დღე.🌍
✅აქტივობის მიზანია ვიზრუნოთ ბავშვების დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.
ბავშვთა დაცვის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ მხიარული და ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს ყოველ ბავშვს!
მე-7 ა კლასის დამრიგებელი 👩🏫 დიანა კაპანაძე
VII ა კლასი ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!👧👦
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







