The presentation "My great school"

სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის III-ა კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია სათაურით ,,ჩემი დიდებული სკოლა".დაახასიათეს სკოლა, სადაც ისინი სწავლობენ. გამოიყენეს ნასწავლი ზედსართავი სახელები, ააგეს წინადადებები.
ინგლისური ენის მასწავლებელი ნანა მალაყმაძე.
პროექტი:" ჩვენ გვიყვარს კითხვა"
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის I-ვ კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი:" ჩვენ გვიყვარს კითხვა". ბავშვებმა წაიკითხეს მაკის ციტასის ნაწარმოები "ოჰ, ეს მშობლები". მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნიდან საინტერესო მომენტებზე, განიხილეს მთავარი მოქმედი გმირის საქციელი, შეაფასეს მისი ქმედებები. პროექტის მონაწილეები ურჩევენ თანატოლებს წაიკითხონ ეს საინტერესო წიგნი და გაეცნონ მხიარულ მარკუსს. დამრიგებელი: მაკა ჩიკაშუა
ტრენინგი ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის - ბულინგის, ასევე, ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის და სოციალური უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი ბავშვთა მიმართ ძალადობის, მათ შორის - ბულინგის, ასევე, ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის და სოციალური უნარ-ჩვევების გაძლიერების გრძელვადიანი პროექტის საპილოტე სკოლებში განხორციელებას აგრძელებს.
ტრენინგები ამჯერად სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-7 ბ (დამრ. ია ბლაგიძე) კლასში მიმდინარეობს.
21 მარტი- დაუნის სიმდრომის მსოფლიო დღე❣️
☀️"მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს" ☀️
"Friends don't count Chromosomes "
"ფერადი ზამთარი"
როგორც უკვე იცით, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-10 ბ კლასის მოსწავლე (დამრიგებელი ლამზირა ტაბიძე) გიორგი სხილაძე მონაწილეობდა სატელევიზიო კონკურსში "ფერადი ზამთარი". მან გაიარა რამოდენიმე ეტაპი; იყო ხალხის რჩეული... დღეს TV12ის ჟიურის გადაწყვეტილებით გიორგიმ დაიკავა 1- ლი ადგილი (განსაკუთრებით დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისათვის)🎊🎊🎊🎉🎉🎉 ვულოცავთ მას ამ წარმატებას!
,,დებატები უკეთესი განათლებისთვის"
პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის" ფარგლებში ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის დებატების კლუბი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს აქტიურ მუშაობას.
✅ 9 მარტს საჯარო დებატები გაიმართა ქობულეთის მუზეუმში თემაზე - ონლაინ სწავლება გამართლებულია. მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო დებატი გამართეს აღნიშნულ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით. მე-8 საჯარო სკოლას წარმოადგენდა ანა დიასამიძე. მსაჯის შეფასებით , პირველი დებატებისთვის, ეს იყო კარგი ხარისხის დებატი, რისთვისაც მადლობას ვუხდით ორგანიზატორებს.
გაზაფხულდა, დღეს 8 მარტია
გაზაფხულდა, დღეს 8 მარტია, ყველაზე მშვენიერი არსებების დღე. სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-7 ბ კლასელები (დამრიგებელი ია ბლაგიძე), სპეციალურად მომზადებული მისალოცი ბარათებით, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, ულოცავენ, მათი საგნის მასწავლებლებს, ქალთა საერთაშორისო დღეს.
გვერდი 46 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







