27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე
1840 წელს დაიბადა იაკობ გოგებაშვილი - კაცი, რომელმაც მთელი თავისი სიცოცხლე ქართული ერის განათლებას მიუძღვნა.
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-2 გ (დამრ. ნატალია აბუსერიძე) კლასის მოსწავლეებმა, ასაკის შესაბამისად ისაუბრეს იაკობის ღვაწლსა და მის შემოქმედებაზე.
აქტივობა ,,შავი ზღვის დაცვის დღე"-სთან დაკავშირებით
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე 5ზ (დამრ. ნანა მალაყმაძე) კლასმა ჩაატარა აქტივობა ,,შავი ზღვის დაცვის დღე"-სთან დაკავშირებით. აქტივობამ მხიარულად და ნაყოფიერად ჩაიარა.
გზა სახლიდან სკოლამდე
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის I_გ კლასის ნამუშევრები. გაკვეთილი - ბუნება. თემა - ,,გზა სახლიდან სკოლამდე“. (მშობელთა ჩართულობით შესრულებული კომპლექსური დავალება)
ქართველი მწერლები საქართველოს ბუნების შესახებ
24 ოქტომბერს, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3-ა კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი - ლელა მოწონელიძე) ეწვივნენ ქ. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმს. მათ მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში - ქართველი მწერლები საქართველოს ბუნების შესახებ.
თ ე მ ა : “წიგნი და შემოდგომის სიმფონია”.
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3 -ბ კლასის მოსწავლეები (დამრ. ლეილა ღვინტიძე) ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას.
თ ე მ ა : “წიგნი და შემოდგომის სიმფონია”.
მოსწავლეები მოეფერნენ წიგნსა და შემოდგომას.
მოაწყვეს ხელნაკეთი წიგნების გამოფენა.
მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
29 ოქტომბერს სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-5-ზ კლასმა (დამრ. ნანა მალაყმაძე) სკოლის ბიბლიოთეკაში ჩაატარა მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოსწავლეები მოეფერნენ აღმზრდელებს თბილი სიტყვებით. მიუძღვნეს მათ ლექსები და სიმღერები.
#სიკეთეგადამდებია #ნულოვანიშიმშილი #
#სიკეთეგადამდებია #ნულოვანიშიმშილი #აქციესიკეთეტრადიციად სსიპ - ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის Xბ კლასის ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია #სიკეთეგადამდებია დაიწყო. ისინი წელს გამოვიდნენ ინიციატივით, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაეხარებინათ გული. ,,დღეს ჩვენ ვიყავით. ვინ იქნება მომდევნო კვირის აქტივისტი კლასი? “ ნათქვამია დამრიგებლის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში. X ბ კლასი იწვევს სამ კლასს: პარალელს-Xა კლასს (დამრ.მაია ჩაგანავა), VIIIზ კლასსა (დამრ.მანო ჯაიანი) და სკოლა-ლიცეუმი ,,ნერგები"-ს პედაგოგის ქეთი მახარაძე-ის სადამრიგებლო კლასებს, დიდი სიყვარულითა და პატივისცემით.
,,ვაქციოთ სიკეთე სხვადასხვა კლასების კვირის აქტივობად, გამოვიწვიოთ მომდევნო კვირის აქტივისტები, დავაპუროთ უფრო მეტი შეჭირვებული ოჯახები #რამეთუ #სიკეთეგადამდებია გელოდებით… " დამრიგებელი ია ბლაგიძე
გვერდი 31 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







