სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3-ა კლასი სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში
კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3-ა კლასის (დამრ. ლელა მოწონელიძე) მოსწავლეები ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას. შექმნეს ხელნაკეთი წიგნები. შეარჩიეს ლექსები შემოდგომაზე.
გულისხმიერი ბიბლიოთეკარი მოსწავლეებს საინტერესოდ ესაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა.
N8 საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის ორმა მოსწავლემ დეა გორაძემ და ნინო ყოლბაიამ ინგლისური ენის საგნობრივ ოლიმპიადაში გაიმარჯვა.
გამარჯვებულ მოსწავლეებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჩუქრად ლეპტოპები გადასცა.
ვულოცავთ მოსწავლეებს ღირსეულ წარმატებას.
IX ბ კლასის სადამრიგებლოს წლიური ანგარიში
ჩემი კლასსაათები მიზნად ისახავს :
მოსწავლეებში სხვადასხვა უნარის განვითარებას, როგორიცაა: პრობლემის გადაჭრის, გადაწყვეტილების მიღების, ძიების, დოკუმენტირების, ინტერვიუს აღების , მკვლევარის, შემოქმედებითი, ჯგუფური მუშაობის, აუდიტორიის მართვის.
საკლასო ზეიმი სახელწოდებით - ,,დედაენა ერთია, სალოცავი ღმერთია“
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში 1 გ კლასმა (ხელმძღ: ნატალია აბუსერიძე) ჩაატარა საკლასო ზეიმი სახელწოდებით - ,,დედაენა ერთია, სალოცავი ღმერთია“.
ზეიმის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლენ თითოეულ ასო- ბგერაზე შესწავლილი ლექსების მხატვრულად წაკითხვა, მათი საყვარელი პერსონაჟების გაცოცხლება, წაიკითხენ ლექსები და შეასრულენ შესწავლილი საბავშვო სიმღერები. ზეიმის მიზანი იყო ასევე სწორი ცნობიერების ჩამოყალიბება წიგნის მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ. თავისუფალი დროის რაციონალურად გამოყენება და წიგნიერების დონის ამაღლება.
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ყოველწლიურად იმართება ბავშვების ნამუშევრების გამოფენა
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში ყოველწლიურად იმართება ბავშვების ნამუშევრების გამოფენა, როგორც პერსონალური ასევე ჯგუფური. ნამუშევრები შესრულებულია სხვადასხვა ტექნიკაში და სტილში.
გამოფენები ემსახურება მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებას, როგორიცაა თანამშრომლობა, შემოქმედებითობა, ინტეგრაცია საზოგადოებაში, ორგანიზებულობა. ზემოთ აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობაში მოსწავლეთა კომპეტენციის გაძლიერებას.
აქტივობა თემაზე - ,,შემოდგომაა, ფოთოლცვენაა“
სსიპ-ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის 1 გ კლასის (დამრ. ნატალია აბუსერიძე) მიერ ჩატარებული აქტივობა თემაზე - ,,შემოდგომაა, ფოთოლცვენაა“.
ატივობის მიზანი იყო მოსწავლეებში ბუნების სილამაზის აღქმის უნარის განვითარება,შემოდგომაზე მიმდინარე ცვლილებების შესწავლა. ასევე საპრეზენტაციო უნარების, შეფასების, ურთიერთშეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება. ლექსიკური მარაგის გაუმჯობესება-გამდიდრება, მხატვრული კითხვის უნარის, წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარის განვითარება.
ბათუმის N8 სკოლის მოსწავლეებთან ფეხბურთში ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
1 ივნისს, ბათუმის N 8 საჯარო სკოლაში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ოგრანიზებით, მოსწავლეებთან საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფეხბურთში ევროპის 21 წლამდელთა ჩემპიონატს მიეძღვნა. ტურნირის დასკვნით ეტაპს 21 ივნისიდან 8 ივლისამდე, წელს თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებენ. ამასთან, ჩვენს ქალაქში ფინალური შეხვედრაც გაიმართება.
შეხვედრის მიზანი აღნიშნული ტურნირის შესახებ ცნობადობის გაზრდა, სპორტული და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.
გვერდი 32 სულ 85
სკოლის სტრატეგიული ხედვა
შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–ჩვევების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.
სკოლის მისია
აღზარდოს დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.
სკოლის ღირებულებები
უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.







