ამინდის პროგნოზი

ბმულები

25 ოქტომბერს სსიპ ქალაქ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური კონკურსის ,,ტვინების ბრძოლის" შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა. მასში 2 ასაკობრივი კატეგორიის (მე-7, მე-8) და (მე-9, მე-10, მე-11) გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვება კი 2- მა გუნდმა მოიპოვა. ესენი არიან მე-8 ვ კლასის გუნდი ,,ლაბირინთი" და მე-11 დ კლასის გუნდი ,,ფრანციუმი". მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და თავიანთი შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინეს. მე-8 ვ კლასის დამრიგებელი ნანა პაპუნიძე და მე-11 დ კლასის დამრიგებელი ირინა წიწაშვილი. პროექტი ორგანიზაცია brains.ge- ს ინიციატივით ხორციელდება. სასკოლო ტურს ორგანიზება გაუწია მე-8 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა დიანა კაპანაძემ.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.