ამინდის პროგნოზი

ბმულები

ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მე- 3 ზ კლასის(დამრ. ვერა მჟავია) მოსწავლეები ეწვივნენ ბორჯღალოს ეთნოგრაფიულ მუზეუმს, სადაც დაათვალიერეს ჩვენი კუთხის, ორი საუკუნის წინანდელი ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება და ტრადიციები. მადლობა მუზეუმის დამფუძვნებელს ბატონ ქემალ თურმანიძეს, რომელმაც ერთ სივრცეში მოათავსა და თვალწინ გადაგვიშალა წარსული და მნახველებს აოცებს თავისი ხელით დამზადებული მანეკენებითა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით. ბავშვები კმაყოფილები და ემოციებით დახუნძლულები წამოვიდნენ მუზეუმიდან.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.