ამინდის პროგნოზი

ბმულები

2022 წლის 12 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში ჩატარდა ახალი ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა: ,,ქართველი მგოსნები ბუნების შესახებ”. პროგრამაში მონაწილეობა მიიღო ქალაქ ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის IV ა კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგი ნინო ქარჩავა.
პროგრამის მიზანია: მოზარდ თაობაში ქართული პოეზიისა და ბუნებისადმი სიყვარულის ჩანერგვა.
ბუნების დაცვისათვის ზრუნვის სურვილის გამოწვევა.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.