ამინდის პროგნოზი

ბმულები


სსიპ ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლის IX ბ კლასის სადამრიგებლო პროექტი - "პროფესია -მასწავლებელი",  კლასის მაქსიმალური ჩართულობით, ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ვიდეო-რეპორტაჟი, ამ პროფესიის ხიბლსა და უნიკალურობაზე❣


პროექტს ხელმძღვანელობდნენ  ძალიან გონიერი და პოზიტიური გოგონები იზი შარაბიძე და ნინი დიასამიძე.  
,,გილოცავთ  პედაგოგებო, წარმატებულ და მომღიმარ მოსწავლეებს ვისურვებ ჩვენს გარშემო❣
მადლობა ჩემს საიმედო გუნდს"-დამრიგებელი - ია ბლაგიძე.

https://www.facebook.com/iablagidze/videos/681395896739577

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.