ამინდის პროგნოზი

ბმულები

ამა წლის 16 თებერვალს, ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლაში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის მიერ გამოცხადებულ კვირეულის ფარგლებში განხორციელდა სასკოლო პროექტი - „მოვიარე საქართველო“. პროექტი მიზნად ისახავდა: მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას, პატრიოტული სულისკვეთების, დემოკრატიული პრინციპებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას. პროექტში მონაწილეობა მიიღეს მე-5 კლასის მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმოადგინეს საქართველოს თითოეული კუთხე, მისი ღირშესანიშნაობები, ტრადიციები, ფოლკლორი, სამზარეულო და ა.შ. პროექტს ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივ მეცნიერებათა  კათედრის თავმჯდომარე-მაკა ხინთიბიძე.

 

სკოლის სტრატეგიული ხედვა

შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა მოსწავლე შეძლებს ცოდნის შეძენას, გამოყენებას, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ–­ჩვე­ვების გამომუშავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან გამოვლენას.

სკოლის მისია

აღზარდოს  დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, საკუთარი შესაძლებობის მუდმივად განვითარების შემძლე, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი და ტოლერანტი მოქალაქე.

სკოლის  ღირებულებები

უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო; განათლების სრული მისაწვდომობა და ერთნაირი მოლოდინი ყველა მოსწავლისაგან; განათლების მაღალი ხარისხი; მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება; კოლეგიალური მხარდაჭერა და თანამშრომლობა; შრომითი და საშემსრულებლო დისციპლინა.